Wednesday, November 13, 2013

პროექტის სახელწოდება: “შემოდგომა ჩემს სოფელში“
პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეთა ჩართულობა აქტიურ ცხოვრებაში.
საზეიმო აღქმის ,განწყობის შექმნა მოსწავლეებში.დაბალი კლასის მოსწავლეებისათვის შემოდგომის მნიშვნელობის გააზრება.
პროექტის მიზნები:მოსწავლეებში კომუნიკაციის განვითარება. სასცენო ხელოვნების გაცნობა.
მხატვრული კითხვის შესწავლა,სილამაზისა და შემოდგომის ფერების აღქმა.
მოსწავლეთა ასაკი: 7-8 წლის მოსწავლეები
ვადები/ხანგძლივობა:  3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეთა საზეიმო განწყობის შექმნა(ბავშვები ხვდებიან,რომ ზეიმი მოსავლის ბარაქიანად აღებას, ფერთა სიმრავლეს უკავშიედება)
რეალური სცენები (მოსწავლეთა ბუნებრივი გარემოს,განცდების და ემოციების შექმნა)
ფერადი ფოთლებით ასრულებენ სიმღერას(სიმღერა მოსწავლეებში ქმნის სიხარულსა და ბედნიერი მომავლის განწყობას)
ხატავენ შემოდგომის სოფელს,ისეთს როგორიც   მათ წარმოსახვაშია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატები,მარკერები,ფერადი ცარცები,მოძრავი დაფა,თათარა და აბმული ჩურჩხელები,ფერადი ფოთლები,მუსიკალური ცენტრი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
სცენა მორთულია ფერადი ფოთლებით,ჭარბობს ყვითელი ფერი.მოსწავლეები დგანან სცენაზე და შემოდგომის  მისასალმებელ ლექსებს ყვებიან.
ასრულებენ სიმღერას „კომში,კომში,კომარა....“
ფოთლებით ხელში მოდიან შრიალით სცენისკენ და ასრულებენ სიმღერას „ღვინოვ კახურო“
ვაჟები იწყებენ სადღეგრძელოების თქმას  თასებით ხელში.

სცენარი: „ბებია და შვილიშვილი.“ ბებია  სათითაოდ ეძახის თანატოლებს და ერთად ავლებენ ჩურჩხელებს.მოპატიჟებულ სტუმრებს მათ მიერ გაკეთებული თათარით უმასპინძლდებიან.